Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ბუკმეიკერებმა საქართველოს ნაკრები კვლავ წასაგებად გაიმეტეს | კოეფიციენტები

ბუკმეიკერებმა საქართველოს ნაკრები კვლავ წასაგებად გაიმეტეს | კოეფიციენტები

27 ივნისს, 20:00 საათზე დინამო არენაზე საქართველოს U21 წლამდელთა ნაკრები ნიდერლანდებს უმასპინძლებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ბიჭებმა პირველ ტურში პორტუგალიას მოუგეს, შემდეგ კი 0:2-დან ბელგიელებს დაუქამბექეს და 2:2 დაასრულეს შეხვედრა, ბუკმეიკერების აზრით, მაინც აშკარა აუთსაიდერები ვართ. 

 

ნიდერლანდელებმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს და ერთადერთი გოლის გატანა შეძლეს, თუმცა დღეს მოგებაზე მაინც 1.55 კოეფიციენტი აქვს. საქართველოს ნაკრებს კი - 4.65. ბუკმეიკერებმა ზუსტად ისე დაალაგეს კოეფიციენტები როგორც ბელგიასთან. 

 

თუ ვინმეს პირველი მატჩის მოგება შემთხვევითობა გგონიათ, უყურეთ ბელგიასთან მეორე ტურში გამართულ მატჩს. ასეთი საქართველოს ნაკრები, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, არათუ ფეხბურთში, არცერთ სპორტში გვახსოვს. ჩვენებს 0:2-დან გადაერჩინოთ შეხვედრა, თან ძლიერი ბელგიის ნაკრებთან, მსგავსი არასდროს მომხდარა.

 

გაიტანს გოლს:

 

  • გულიაშვილი - 4.05
  • დავითაშვილი - 4.90
  • მოისწრაფიშვილი - 4.90
  • გოგუა - 5.30
  • წიტაიშვილი - 7.30
  • გოჩოლეიშვილი - 7.80

 

მთელ ქვეყანას ახალგაზრდა მოთამაშეების იმედი გვაქვს! ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს!

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ